 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველოს საელჩო ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსალოდნელ დაბომბვასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს აფრთხილებს.
"ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.
დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.
ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები," - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            