რა გამოწვევებია კულტურის სფეროში ? - ამ მიმართულებით იმსჯელეს დღეს კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაერთიანებულ ფორმატში ისაუბრეს - რამდენადაა შესაძლებელი პანდემიის პარალელურად, რეგულაციების სრული დაცვით აღდგეს საფესტივალო პროექტები.
ამასთან ისაუბრეს დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო პროგრამებზე. კულტურის კომიტეტი აჭარაში გასვლით შეხვედრებს 3 დღის განმავლობაში გამართავს.