ორივე დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 80 ათასს გადააჭარბა. საკორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ბენეფიტების შემოღება განიხილება, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი. ჯერჯერობით ვაქცინირებულთა გარკვეულ რაოდენობას ელოდებიან. ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია და უკვე მომდევნო კვირიდან ამ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება. ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებს მიიღეს. რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 504 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 53 აჭარაში.