„სინოვაკზე“ რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება  - თამარ გაბუნია 

17 მაისი 2021, 13:38 1123 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დაიწყება. 

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში 100 ათასი დოზა ვაქცინაა შემოტანილი, ვაქცინაციის საბჭო კი მხარს უჭერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე მის გამოყენებას. 

''ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა.  შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ განიხილოს მისი აკრედიტაციისა და აღიარების საკითხი ევროპაში.

ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს.

20-ზე მეტ ქვეყანაში არის „სინოვაკი“ ავტორიზებული და 10 მილიონი ადამიანია აცრილი „სინოვაკით“, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში,“- განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში