გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობს. უკვე მოეწყო საყრდენი კედელი. პროექტი 9 ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ შვიდასი ათასზე მეტი ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8 მისამართზე უკვე დასრულდა.