ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

17 მაისი 2021, 11:34 1382 ნახვა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

სტიქიამ დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე,  სოფელ ხევში, ზემოხეთში, ბურნათსა და ბუკისციხეში ხეები მოგლიჯა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

ძლიერი ქარის შედეგად სულ მოგლეჯილია 15 ძირი ხე და დაზიანებულია 5 საცხოვრებელი სახლი.

სტიქიის გამო, გუშინ  სამ სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, უკვე მუშაობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. 

მინდია ჟღერიას განმარტებით, მძიმე ტექნიკით და სპეციალური სამსახურების დახმარებით  დაწყებულია სტიქიის მიერ დაზიანებულ ადგილების გაწმენდა.

"ძირითადი ნაწილის სამუშაოები გუშინვე ჩატარდა. გაიხსნა ჩახერგილი გზები და ასევე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები"-განაცხადა მინდია ჟღერია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი