17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ თემის წევრები გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავენ, ივნისში კი პრაიდ კვირეულის ფარგლებში, საჯარო მსვლელობა უნდა შედგეს.
ღონისძიების ორგანიზატორები პოლიციას განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში 15-20 მაისს თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა. მათივე ცნობით, ნებისმიერი ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
თბილისი პრაიდის“ ცნობით, გუშინ 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას.
2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.