ნაძალადევში ავტომობილი დაცხრილეს

16 მაისი 2021, 20:40 1336 ნახვა

სროლის ხმა ისმოდა ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.

სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში