ავიაიერიშები პალესტინა-ისრაელს შორის და მხარეების ურთიერთბრალდებები

15 მაისი 2021, 12:15 1020 ნახვა

პალესტინელი მედიკოსების ცნობით, ღაზაში 5 დღეში 132 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 32 ბავშვი და 21 ქალი. დაშავებულია 950-მდე ადამიანი. დღეს დილით კი ისრაელმა  ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

პალესტინის რელიგიური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მეჩეთი გაანადგურეს. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელმა დღეს დილით იერიში ღაზაში, „შათის“ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სახლზე მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. პალესტინელების მტკიცებით, თავდასხმის შესახებ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ.

ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქების აშკელონისა და აშდოდის წინააღმდეგ ღაზადან სარაკეტო თავდასხმები დღეს დილიდან ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში