მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება გრძელდება

15 მაისი 2021, 12:20 1154 ნახვა

ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე დღეში დაიწყება.  პროექტის მიხედვით   რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილია სპორტული მოედნის , სველი წერტილების , ბილიკისა  და ღია საპიკნიკე ტერიტორიების მოწყობა. 

აჭარის ფინანსთა სამინსიტროს ინფორმაციით სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება. ტურისტულ ზონაში პირველ ეტაპზე ნავმისადგომი , ავტოპარკინგი და   ფანჩატური   მოეწყო , ასევე განხორცილდა დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშოები , რისთვისაც  მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი