როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რეგულაციები შემსუბუქდება - გიორგი ღიბრაძე

13 მაისი 2021, 11:56 801 ნახვა

დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით იყო დამატებით შემოღებული, ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება და ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება მათი გადახედვა.

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი