ბათუმის ''დინამოს'' მატჩზე დასასწრები მხოლოდ 25 და 800 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი

13 მაისი 2021, 10:48 12648 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამო'' 16 მაისს ახალ სტადიონზე თბილისის "საბურთალოს'' უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა გუშინ ღამით დაიწყო და უკვე ბილეთების სრული უმეტესეობა გაყიდულია. ''საბურთალოსთან'' მატჩის ბილეთის ფასი წინა საშინაო მატჩთან შედარებით გაზრდილია.

თბილისის ''დინამოსთან'' მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3-5 და 10 ლარი იყო. ამჯერად კი ბილეთის ფასი 5 -10- 15 - 25 და 800 ლარია. შეხვედრაზე დამსწრეს შეუძლია შეიძინოს 6 ადამიანზე გათვლილი ლოჟა, რომლის ფასიც 800 ლარს შეადგენს.  ამ დროისთვის კი tkt.ge-ზე 25 და 800 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი.

13 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 28 ქულით ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზეა. თბილისის ''საბურთალო'' კი 21 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. პირველ წრეში ''დინამოსა'' და ''საბურთალოს'' დაპირისპირება თბილისში ფრედ 0:0 დასრულდა.

ბათუმის ''დინამოსა'' და თბილისის ''საბურთალოს'' მატჩი 16 მაისს ბათუმის ახალ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი