დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით - ლაშა ჟვანია თანამემამულეებს მიმართავს

12 მაისი 2021, 17:15 981 ნახვა

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ აფრთხილებს.

ელჩი ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს, რომ  დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას.

"სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.

დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან

დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე).

17:30-მდე დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში.

თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე.

თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს.

არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს.

ჩვენს ახლობლებს საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან“ კითხეთ: „სად არიან“ და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დაბრუნებისკენ.

არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა.

დაიცავით უსაფრთხოების წესები.

ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“ – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი