შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ერთ კვირაში გაირკვევა. სწორედ ეს დრო დაასახელა პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მისაღებად. ნიკა მელიამ კონსულტაციები თანაგუნდელებთან ამ საკითხზე უკვე დაიწყო და ვიცით ის, რომ ენმ-ში აზრი ორადაა გაყოფილი. თუ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის პარტია, ეს მათთვის დამაზიანებელი იქნება-ფიქრობს ხატია დეკანოიძე, რომელიც კონკრეტულ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რა უარყოფითი შედეგი მოჰყვება ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას.