ბათუმი - თელ-ავივის მიმართულებით რეისები არ გადადებულა

12 მაისი 2021, 15:01 952 ნახვა

ისრაელში განვითარებული მოვლენების მიუხედვად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან,  ისრაელის მიმართულებით,  დაგეგმილი რეისები არ გაუქმებულა. აეროპორტში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში 2 რეისი არის  ჩანიშნული. პირველი თელ-ავივის მიმართულებით 17:35 წუთზე, ჩარტერით 44 მგზავრი უნდა გაფრინდეს. 22:45 წუთზე კი  თელ-ავივი -ბათუმის რეისი ჩამოფრინდება.  აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე ასევე ხვალინდელი ფრენების განრიგიც დევს.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი