საქართველოში შესაძლოა ახალი კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდეს. საუბარია „სინოვაკის“ გამოყენებაზე.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა პრეპარატი ჯანმოს ავტორიზაციის მოლოდინშია.
რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას, „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა.