ოპოზიციურ ველზე ერთმანეთში პაექრობის კი არა, ძალთა გაერთიანების დროა - ნიკა მელია 

11 მაისი 2021, 13:31 786 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციურ ველზე პაექრობის დრო არ არის, საჭიროა ძალების გაერთიანება. 

''ოპოზიციურ ველზე პროპაგანდა არ უნდა გავაჩაღოთ ერთმანეთის მიმართ. წლების განმავლობაში გამოცდილება დამიგროვდა. ვიცი ხალხი როდის მოტივირდება. საზოგადოების დიდი ნაწილს ეშინია და არ უნდა წაგებულის მხარეს აღმოჩნდეს. ასე უყურებს პროცესებს და ამას თავისი ახსნა აქვს. ბევრმა მოქალაქემ არჩევნების პროცესში საკუთარი ოჯახის სოციალური უსაფრთხოება უნდა დადოს სასწორზე, მოვიდეს და ოპოზიციას დაუდგეს. თუ მან არ დაინახა, რომ ოპოზიცია არის გაერთიანებული, ბრძოლისათვის შემართული და ურთიერთგატანისთვის მზად, ის ადამიანი ბრძოლაში არ ჩაერთვება. 

მე სხვაგვარად წარმატების მიღწევის შანს ვერ ვხედავ და ამას არ დავმალავ'' - განაცხადა ნიკა მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში