რა გადაწყვეტილებები მიიღო სამინისტრომ გელათთან დაკავშირებით?

08 მაისი 2021, 14:55 310 ნახვა

ივნისში საქართველოში იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი ჩამოვა, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული  ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის. გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გაეგზავნება. დღესვე გახდა ცნობილი, რომ  შეიქმნება  სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს. საქართველოს კულტურის, განცხადებით,არქიტექტორ-რესტავრატორები იხელმძღვანელებენ ბიბლიოგრაფიულად იშვიათი წიგნებით და ასევე გადაითარგმნება გელათის შესახებ არსებული უცხოური ლიტერატურა

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში