ფქვილის საწარმოს თანამშრომელების გაფიცვა

07 მაისი 2021, 17:56 1307 ნახვა

მე-4 დღეა გაფიცულები არიან  ოზურგეთში „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები. ოცი ადამიანი ფქვილის საწარმოსგან ხელფასების გაზრდას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ  მძიმე ფიზიკური დატვირთვა აქვთ, ხელფასი კი შეუსაბამოა. არ არის რეგულირებული მათი  სამუშაო გრაფიკი. დასაქმებულები სამუშაო გარემოს მოწესრიგებასაც ითხოვენ. აქციის გამო დროებით გაჩერებულია საწარმოს მუშაობა. 

დღეს პროტესტის მონაწილეებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ და იურიდიული დახმარებას დაჰპირდნენ.

თანამშრომლებს  ხელმძღვანელობა  შეხვდა, თუმცა მთავარ მოთხოვნაზე - ხელფასების მომატებაზე უარი უთხრეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი