პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან

06 მაისი 2021, 18:06 1014 ნახვა

პრეზიდენტის კონსულტაციები ოპოზიციასთან. სალომე ზურაბიშვილი დილიდან  შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდება. მთავარი საკითხებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ამნისტიის შესახებ კანონპროექტები.

სალომე ზურაბიშვილი მათ ცალ-ცალკე ხვდება, ამიტომ ის, ვინც უკვე შეხვდა პრეზიდენტს ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს ვეტოს ინსტრუმენტი. 

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პირობებში ეს პირველი ვეტო, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მანამდე კი,  როგორ აფასებენ, ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის ნაბიჯს დიალოგისკენ,  რას ელოდებიან  მისგან და კონკრეტულად რომელი მუხლების შეცვლას ითხოვენ ისინი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში