ბათუმში სავარაუდოდ მოზარდი დაჭრეს 

06 მაისი 2021, 17:49 7788 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე სამართალდამცველები არაინ მობილიზებული. პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, საჯარო ბიბლიოთეკასთან მოზარდი დაჭრეს, თუმცა ამ ეტაპისთვის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი სიმპტომებით ჯერ არავის მიუმართავს.

ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც მოზარდების ჩხუბს შეესწრო, გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. მეორე მოქალაქე კი ამბობს, რომ დაინახა დანა და სისხლის კვალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შევიდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ-ჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი