გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასი ზედიზედ მე-11 თვეა იზრდება. 2014 წლის მაისის შემდეგ წელს სასურსათო პროდუქტებზე მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა. ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მარტის თვესთან შედარებით სურსათის საერთაშორისო ფასების ცვლილება 1,7%-ით მეტია. ექსპერტების თქმით, შაქარზე ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა, რაზეც გავლენა იქონია ბრაზილიაში მოსავლის შეფერხებამ და საფრანგეთში ყინვებმა.
გაზრდილია მცენარეული ზეთის, საქონლის ხორცის, რძის ნაწარმისა და ბურღულეულის ფასებიც.
FAO- ს ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი შეფასებით, მომავალი სეზონის განმავლობაში მოსალოდნელია ხორბალზე ფასების ზრდა.