ნიკა მელიას ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ

06 მაისი 2021, 16:27 1132 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის წევრები ხვდებიან.

რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია. მან რუსთავის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მანამდე კი მელია ხატია დეკანოიძემ მოინახულა.

"დააყენებს თუ არა თბილისის მერობაზე საკუთარ კანდიდატურას ნიკას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მითხრა, რომ სანამ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ისე ვერ მივიღებ ვერანაირ გადაწყვეტილებასო. შეხვედება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივსა და მის ხელმძღვანელობას"-განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ნიკა მელიას მოსანახულებლად იმყოფებოდა ასევე მისი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი