დონალდ ტრამპი ბათუმს 2012 წელს სტუმრობდა

09 ნოემბერი 2016, 00:00 4167 ნახვა

დონალდ ტრამპი, საქართველოში, 2012 წელს იმყოფებოდა. ტრამპის ორ დღიანი ვიზიტი, პროექტ - "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციას უკავშირდებოდა, რომელიც ბათუმში გაიმართა. თანამედროვე 47 სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები უნდა განთავსებულიყო, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნებოდა. ტრამპის ვიზიტი საქართველოში ორი დღე გაგრძელდა. დონალდ ტრამპის კომპანიასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2011 წლის მარტში, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა მილიარდერი 4 წლის წინ, ბრწყინვალების ორდენითაც დააჯილდოვა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს. მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ ტრამპთან ერთად ბათუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  "მას ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით" - წერს სააკაშვილი.

ამავე კატეგორიაში