ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმე

05 მაისი 2021, 20:10 4310 ნახვა

ქობულეთში გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი ანი დიასამიძისგან, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეა, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იურისტის თქმით, ცრუ ჩვენებისთვის მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. დიასამიძე ბრალდებულს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

ირაკლი შავაძემ განცხადება დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა და საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნა. 

ანი დიასამიძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ ცრუ ჩვენება არ მიუცია. გარდაცვლილი არასრულწლოვნის  უფლებამონაცვლე დღეს პროცესს არ ესწრებოდა, იმის მიუხედავად,  რომ სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ადვოკატი კი მას არ ჰყავს. ამ უფლებაზე უარი თავად განაცხადა. რაც  შეეხება ბრალდებულის ადვოკატს აცხადებს, რომ   მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, რასაც მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. 

დღესვე ნინი ცეცხლაძის ბაბუის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც დაცვის მხარის ადვოკატმა ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი