გამოძიება „მთავარის“ გადამღები ჯგუფის საქმეზე

05 მაისი 2021, 20:02 934 ნახვა

,,გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან, - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი  „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს. 

გამოძიება ძალადობის  126-ე მუხლით დაიწყო. ვახტანგ გომელაურის განცხადებით,  გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით  დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, რადგან  მისი თქმით, ამაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში  მათ თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.  

სახალხო დამცველი  მოუწოდებს  საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ  განხორციელებული თავდასხმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი