თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება და ტურისტი არ ჩამოვა, ვერც ერთი სფერო ვერ გადარჩება - შოთა ბურჯანაძე 

05 მაისი 2021, 16:46 1132 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. ნათია თურნავამ შეხვედრაზე აღნიშნული სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებს და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევები განიხილა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, გამოწვევებს შორის კვლავ დასახელდა არსებული შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქება სფეროს არსებობისთვის მნიშვნელოვანია.

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება და ტურისტი არ ჩამოვა ვერცერთი სფერო ვერ გადარჩება. ვაქცინაცია სამ დღეში დაიწყება. 

''ამ სფეროში დასაქმებულებს უნდა განვუმარტოთ რატომ არის ვაქცინა კარგი და რა ბენეფიტს მისცემს. ეს იქნება ჩვენი პროპაგანდის ვალდებულება და ჩვენ ამას გავაკეთებთ. გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურად მიიღებს. ამ ეტაპზე სამ ვაქცინაზეა საუბარი ''სინოფარმი'', ''სინოვაკი'' და ''ასტრაზენეკა''. 

ბენეფიტს მიიღებს ის რესტორანი, სასტუმრო და ტურისტული ორგანიზაცია, რომლის თანამშრომელთა  დაახლოებით 60-დან 80%მდე იქნება აცრილი. ზუსტად ეს არის იდეა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურად ცუდი მდგომარეობა თუ იქნება ტურისტი ისეც არ ჩამოვა, თუ ვაქცინა დროულად არ დავიწყეთ არაფერი გამოვა'' - ამბობს შოთა ბურჯანაძე. 

რაც შეეხება შაბათ-კვირას კვების ობიექტების მუშაობის საკითხსა და ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ამ საკითხზე ყოველდღიურად საუბრობენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრის თემა ეს არ ყოფილა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი