აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო.„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რუსეთის ქმედებები გამოვავლინოთ, რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავისი ქმედებებისთვის და მოსკოვზე ზეწოლა განვახორციელოთ, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, - დაწერა ენტონი ბლინკენმა ტვიტერზე.