წინა სასამართლო სხდომა ნინი ცეცხლაძის საქმეზე

05 მაისი 2021, 15:00 1101 ნახვა

ქობულეთში გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი ითხოვს ნინის დიასამიძისგან, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეა, საჯაროდ ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში იურისტის თქმით, ცრუ ჩვენებისთვის მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. ირაკლი შავაძემ განცხადება დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბათუმის საქალაქო სასამართლში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა და საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნა. გარდაცვლილი არასრუწლოვნის  უფლებამონაცვლე დღეს პროცესს არ ესწრებოდა, იმის მიუხედავად,  რომ სხდომა ონლაინ რეჟიში გაიმართა. ადვოკატი კი მას არ ჰყავს. ამ უფლებაზე უარი თავად განაცხადა. რაც შეეხება ბრადლებულის ადვოკატს, აცხადებს, რომ   მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, რასაც მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი