საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდება 

05 მაისი 2021, 14:22 826 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალიფ ხალაფოვი დახვდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი