ბათუმის საქალაქო სასმართლოში დღეს ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის ნინი ცეცხლაძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი ონლაინ რეჟიმში შედგება. სასამართლო გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხსა და აღკვეთის ღონისძიებას იმსჯელებს. ასევე ჩანიშნავს არსებითი განხილვის პირველ სხდომას. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფილი უდანაშაულოა, რაც მისი განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნითაც მტკიცდება, რაც შეეხება გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლეს, მან ადვოკატზე უარი თქვა.