ყველანაირი ძალადობა მიუღებელია - შინაგან საქმეთა მინისტრი გარეჯის ინციდენტზე

05 მაისი 2021, 10:40 1627 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ის პირი დაისჯება, ვინც გამოძების შედეგად გამოვლინდება. 

"გუშინდელ ფაქტზე იცით, რომ გამოძიება დავიწყეთ. ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი. პირველ რიგში, ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე. გამოძიებით რაც დადგინდება, შესაბამისად დაისჯებიან... მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიებაო. ფაქტიდან გამომდინარე ნახავენ კადრებს, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არ დაემატოს", - განაცხადა გომელაურმა.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი