ხვალიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

04 მაისი 2021, 21:26 1404 ნახვა

ხვალ, 5 მაისიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ პორტალზე: booking.moh.gov.ge, ან უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე 15 22. 

მეორე დოზის გასაკეთებლად, რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

აცრის ჩატარება შესაძლებელი იქნება 10 მაისიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა  "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჩაიტარა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში