საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

04 მაისი 2021, 14:52 184 ნახვა

ობიექტებს, რომელთა თანამშრომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, კოვიდ უსაფრთხო სტატუსი მიენიჭება. გადაწყვეტილება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. უახლოეს პერიოდში კი იმსჯელებენ ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. დღის წესრიგშია სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში