ბათუმში 2 თვის წინ ხანძრის შედეგად დაზიანებულ სახლში ვითარება უცვლელია. კედლები და ჭერი გაშავებულია, ჩამტვრეული ფანჯრებიდან შუშების ნამსხვრევები ეზოში ცვივა.
მერიაში ამბობენ, რომ დახმარებისთვის მათ მხოლოდ ერთმა ოჯახმა მიმართა და შესაბამისად დაეხმარნენ.
დაზარალებულები თავის მხრივ ამბობენ, რომ იმედი ჰქონდათ მერია ქირის საფასურს დაუფარავდა.