შუხუთში ლელობურთი სიმბოლურად შეიკერა

03 მაისი 2021, 12:37 1598 ნახვა

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში სიმბოლურად ლელობურთი შეიკერა, რომელიც ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მეორე წელია, ლელობურთი ხალხმრავალი ღონისძიებებით არ აღინიშნება. 2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ბრძოლას უკავშირებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი