პრობლემები ადლიის დასახლებაში

01 მაისი 2021, 20:03 1277 ნახვა

მდინარეზე გაბიონების მოწყობის პრობლემა ადლიაში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს, ამბობენ რომ მდინარესთან კედელი უბრალოდ ქვებით ამოაშენეს, რის გამოც ტერიტორია იტბორება და იქ ქვეწარმავლებმა დაიდეს ბინა, რასაც ისინი ყოველდღიურობაში ხვდებიან და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ ბოლოს კი აპრილში მიმართეს, მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნეს რომ საკითხს შეისწავლიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში