დღეს ბათუმში ფონდმა "იალქანმა" საერთაშორისო სტანდარტების დღის ცენტრი გახსნა, რომელიც რეგიონში ერთადერთია და ის 35-მდე ბავშვს მოემსახურება.
დღის ცენტრის სერვისები გათვლილია ქუჩაში მყოფ და მცხოვრებ ბავშვებზე, ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებზე. ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა აჭარის მთავრობის თანადგომითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის უშუალო მონაწილეობით.
მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ დღის ცენტრისთვის გამოყო შესაბამისი ფართი, შესაძლებელი გახდა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვება. მათ შორის თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო Tika და კომპანია "სილქროუდჯგუფი", რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრის გარემონტებასა და აღჭურვაში. ფონდი "იალქანი" მადლობას უხდის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს, "Tika"-ს, "სილქროულჯგუფს" და ყველა იმ ორგანიზაციასა და კერძო პირს, რომლებიც რეგიონისთვის ამ უმნიშვბელოვანესი საკითხის მოგვარებისთვის გაერთიანდნენ.
ფონდ "იალქანს" არაერთი პროექტი აქვს და იმედოვნებს, რომ მათი განხორციელება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება.