ბათუმის ''დინამომ'' ქობულეთის ''შუქურა'' 8-1 დაამარცხა

29 აპრილი 2021, 18:04 1771 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამომ'' აჭარულ დერბში ქობულეთის ''შუქურა'' დიდი ანგარიშით 8-1 დაამარცხა. 

ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე ლევან ინგოროყვამ ქობულეთლები დააწინაურა. ამის შემდეგ კი ბათუმელთა ბენეფისი დაიწყო. 
5 წუთში მამუჩაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

 23-ე და 28-ე წუთებზე კი ლუკას გროცურეკლმა დუბლი მიითვალა . ტაიმის მიწურულს კი ანგარიში 1-4 გიორგი ფანცულაიამ დააფიქსირა.
მეორე ნახევარიც გია გეგუჩაძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა.

55-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა , 69-ე წუთზე ფანცულაიამაც დუბლი გაიფორმა და ანგარიში 1-6 გახდა. 
76-ე თავისი დუბლი ჩაიწერა ჯიღაურმაც, ხოლო 89-ე წუთზე გიორგი ზარიამ ''დინამოს'' მაისურით სადებიუტო გოლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-8 დააფიქსირა.

ეს მიმდინარე სეზონის სარეკორდო ანგარიშია. ბათუმელებს 7 და მეტ ბურთიანი სხვაობით ბოლოს უმაღლეს ეროვნულ ჩემპიონატში 1999 წელს ჰქონდა, როდესაც ზუგდიდის ''დინამო'' 9-0 დაამარცხა. 
ამ დროისთვის ბათუმის ''დინამო'' 22 ქულას აგროვებს, ხოლო შაშიაშვილის გაწვრთნილი ''შუქურას'' კი 13 ქულა აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში