მდინარე რიონში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ექსპერტიზის შემდეგ დაზუსტდება.
10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადიდებულ რიონში მამაკაცი გადახტა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვისი ცხედარია აღმოჩენილი.