ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს იმ გარანტიებს, რაც პარტნიორების მიერ არის შეთავაზებული.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის განმარტებით, ის რომ ყველა პარტია ხელს მოაწერს შეთანხმებას, მისი იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესს ბევრად უფრო გაამარტივებს.
„როცა ამ შეთანხმებას ხელს აწერს ყველა პარტია, ეს საშუალებას იძლევა, რომ საუკეთესოდ განხორციელდეს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი. რაც შეეხება მელიას, ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს ევროკავშირისა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში.