30 აპრილს ქვეყანაში 43 000 Astrazeneca-ს ვაქცინა შემოვა - ეკატერინე ტიკარაძე

28 აპრილი 2021, 22:49 789 ნახვა

ქვეყანა ვაქცინების მორიგ პარტიას 43 ათას დოზას 30 აპრილს მიიღებს, რომელიც ყველათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ამ წუთებში ქვეყანაში არის 100 000 "სინოფარმის" ვაქცინა, დამატებით კი, 250 000-ის მოწოდებას ველოდებით. ასევე, ველოდებით 90 000-მდე დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას, მოლაპარაკებები გვაქვს "მოდერნასთან" და "ფაიზერთან", ორივე კი, უკვე  შეთანხმებული მოლაპარაკებაა. თუმცა ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რაოდენობა, მეორე შემთხვევაში კი, ზუსტდება რაოდენობა. მოლაპარაკებები სხვა ვაქცინების მწარმოელებთანაც გრძელდება. ასე რომ სრული ხელმისაწვდომობა იქნება და ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება.  ვაქცინების პირველი პარტია 43 000 "ასტრაზენეკა" შემოვა 30 აპრილს, შემდეგ ასევე 43 000 "ასტრაზენეკას" ველოდებით მაისის პირველ ნახევარში. ყველა ეს პარტია კი, ხელმისაწვდომი იქნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში