ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში დღეს რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისიდან ჩასული დელეგაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს.
მათ შორისაა ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. სასამართლომ თორმეტწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქართული მხარე შეხვედრაზე ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხსაც დააყენებს.