სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს და ჭადრაკის ფედერაციაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს კულტურის მინისტრმა და მისმა მოადგილემ ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან.
მინისტრის გადაწყვეტილებით, ჭადრაკის ფედერაცია სექტემბერში ჩაატარებს ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირებს და საიუბილეო ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ჭადრაკის ვარსკვლავები.