კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარაში დახურულია 16 სკოლა, 33 კლასი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, გუშინ დადასტურებული შემთხვევების გამო შვიდი კლასი ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს.
გოჩა დავითაძის განმარტებით, ყველა შემთხვევაში ვირუსი მოსწავლეს დაუდასტურდა, ამიტომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლის დროებით დახურვა აუცილებელი არ გახდა.
ბოლო 24 საათში აჭარაში 6 სკოლა დაიხურა, სამი ბათუმში, სამი კი ქობულეთში.
დღეს რეგიონში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.