ჩვენ დავდივართ დანის პირზე - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
''ჩემი რეკომენდაციები რაც არის, მე იმას ვაჟღერებ საბჭოზე და არ გამომაქვს ღია ეთერში. მოგახსენეთ რამდენჯერმე, რომ ჩვენ დავდივართ დანის პირზე, ვეძებთ ყოველთვის ოქროს შუალედს.
ერთი მხრივ, გასაგებია, რომ სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები შეიძლება იყოს უფრო მკაცრი, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, საზოგადოებისა და მოსახლეობის საერთო მდგომარეობა და აქედან გამომდინარე მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელსაც ოქროს შუალედს ვუწოდებთ. ამიტომ, ამ ეტაპზე ამ ტიპის ოქროს შუალედი მოვძებნეთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.