ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე "ასტრაზენეკას" ვაქცინით 22 000-მდე ადამიანია აცრილი, 10-11 ათასი დოზა დაჯავშნილია, კიდევ საჭიროა 9-10 ათასი ადამიანი.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მობილიზება 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების. საჭიროა მათთან მეტი მუშაობა, მეტი ახსნა-განმარტება.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაქცინა, რომელსაც სისხლის ფასად ვშოულობთ ის არ უნდა დაგვრჩეს და გაფუჭდეს"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.