შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

25 აპრილი 2021, 22:55 1777 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია.

კონტინენტის პირველობის 72 კგ.წონით კატეგორიაში ბოლქვაძემ ფინალში სომხეთის ნაკრების წევრი მალხას ამოიანი 4:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აჭარელმა მოჭიდავემ ფინალამდე შვედ დანიელ მატიას, რუსს ჩინგიზ ლაბაზანოვის და უნგრელ რობერტ ფრიტშს მოუგო.

ეს ბოლქვაძისთვის ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მე-3 მედალია. შმაგის ახლა სამივე სინჯის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ვარშავის ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 4 მედლის მოიპოვა. ქართველებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი