თანამშრომლობის მემორანდუმი

25 აპრილი 2021, 12:10 2013 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  პროთეზების მწარმოებელ  ცნობილ გერმანულ  კომპანია „ოტობოკსა“და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის  ეროვნულ ცენტრს“  შორის  სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი   თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის  საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას,  გერმანული მხარის მიერ პროფესიონალი კადრების დახმარებით სათანადო კონსულტაციების გაწევასა და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის  ამაღლებას ითვალისწინებს. 

თანამშრომლობის ფარგლებში  დაგეგმილია ასევე  გერმანული მხარის  წარმოებული დამხმარე საშუალებებით საქართველოში, „რეაბილიტაცია-ადაპტაციის  ეროვნულ ცენტრის“   ბაზაზე შესაბამისი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის  დამზადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი