100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა იერუსალიმში შეტაკებების დროს

23 აპრილი 2021, 15:27 789 ნახვა

იერუსალიმის ძველ ქალაქში შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.  მასობრივი არეულობა შხემის კარებთან მოხდა. არაბი და ებრაელი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიცია  მათ დაშლას ცდილობდა.  ისრაელის პოლიციის განცხადებით,  პირველი შეტაკება რამადანის თვის საღამოს ლოცვის შემდეგ დაიწყო. პალესტინელმა ახალგაზრდებმა  დემონსტრაცია გამართეს შხემის კარებთან და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.  შემთხვევის ადგილზე  ულტრა მემარჯვენე ებრაელი ახალგაზრდები მივიდნენ. ისრაელის პოლიციამ არეულობის მონაწილე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი